5 მაისი : ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე

 

 

 

 5 მაისს ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე აღინიშნება, ამ დღის მთავარი გზავნილია: 

„გადაარჩინე სიცოცხლე: გაისუფთავე ხელები“.  

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა უნდა მიმართონ ძალისხმევას ხელის ჰიგიენის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან ხელის ჰიგიენა  სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციის და კონტროლის მყარი საფუძველია და მისი საშუალებით შესაძლებელია ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციების 50%-ით შემცირება.