საქველმოქმედო აქცია სმენის გამოკვლევაზე 50 ლარად ნაცვლად 100 ლარისა.

თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა გთავაზობთ საქველმოქმედო აქციას სმენის გამოკვლევაზე 50 ლარად ნაცვლად 100 ლარისა.

 

 

სიმპტომები:

  • სმენის დაქვეითების შეგრძნება;
  • ყურის დაგუბება;
  • ხმაური;
  • უყურადღებობა;
  • დაგვიანებული რეაქცია დაძახებაზე;
  • მეტყველების გაძნელება:


გთავაზობთ, სმენის დაქვეითების მიზეზის, სმენის სიმახვილის, სმენის ხარისხის  დადგენას და შესაბამისი კომპლექსური მკურნალობის კურსის შერჩევას  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ექიმ- ოტოლარინგოლოგ-აუდიოლოგ მაკა ლომაიასთან.
ჩატარდება შუა ყურის და შიგნითა ყურის პათოლოგიების დიაგნოსტირება  ( კვლევა-აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია) და დამატებით კვალიფიციური კონსულტაცია 50 ლარად ნაცვლად 100 ლარისა.

 

სმენის გამოკვლევა წარმოებს 6 წლიდან დაწყებული, როგორც ბავშვთა ასევე მოზრდილთა ასაკში.

 

 

აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს 10 საათიდან 12 საათამდე.

 

 

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 29 34 66 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!