საქველმოქმედო აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში

საქველმოქმედო აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში.


 

10 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებმა, უსასყიდლოთ ჩაატარეს პროფილაქტიკური გასინჯვები 0დან -18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

საქველმოქმედო აქციის ჩასატარებლად კლინიკიდან წარდგენილები იყვნენ შემდეგი პროფილის სპეციალისტები: ყბა-სახის ქირურგები, ბავშვთა ნერვაპატოლოგები, ზოგადი ქირურგები, ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგები, პედიატრები, ალერგოლოგები, ორთოპედ-ტრამვატოლოგები, ოტორინოლარინგოლოგები და ექიმი რადიოლოგები, კვლევა ჩატარდა კლინიკის კუთვნილი ულტრათანამდეროვე პორტატული აპარატურით.

ასევე, უფასო კონსულტაციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ექიმი-სპეციალისტის მიერ გაიცა ფორმა #100 (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) შემდგომი სამედიცინო მომახურების გაწევის მიზნით.

საქველმოქმედო აქციის მიმდინარე პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე ადგილზე გაეცნენ, მათ ჟვანიას კლინიკის ექიმებს მადლობა გადაუხადეს და მსგავსი აქციების ჩატარების მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვეს.


 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს  ნომერზე 577 29 34 66

 

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

ფოტოგალერეა: