მესიჯი მშობლებს ‘’ბავშვთა ორთოპედია და ტრავმატოლოგია’’

მესიჯი მშობლებს ‘’ბავშვთა ორთოპედია და ტრავმატოლოგია’’


 

მშობლების მხრიდან ხშირად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში ან რა დროს უნდა მიმართონ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგს?? თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორთოპედ–ტრავმატოლოგის რომეო ვარდიაშვილის რჩევები მშობლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

 

– მინდა განვმარტო და მივაწოდო მშობლებს ზოგადი ინფორმაციები ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარების შესახებ. ორთოპედია (ბერძნული სიტყვაა- ὀρθός-"სწორი"παιδεία- "აღზრდა") სამედიცინო მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას ძვალ-კუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფორმაციების, (ძვალ-სახსროვანი, კუნთების, მყეს-იოგოვანი აპარატის დეფორმაციები) მათ შორის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას (ანუ განუვითარებლობა) (სურათი-1), რომლის დიაგნოსტირება უნდა მოხდეს მშობიარობის პერიოდში სამეანო ბლოკში. პირველი გეგმიური ვიზიტი ორთოპედთან უნდა განხორციელდეს 1თვის, 3 თვის, 6 თვის და 1 წლის ასაკში. დიაგნოზის დადასტურება ხდება კლინიკურდ, ექიმი ორთოპედის გასინჯვით, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კლვევების საშუალებით. გასინჯვისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დეფორმაცია, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის სახსრის ქვეამოვარდნილობა; კისერმრუდობა; ტერფების ექვინო-ვარუსული დეფორმაცია; კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება; ქვემო კიდურების ვარუსული და ვალგუსური დეფორმაცია; პოლიდაქტილია-სინდაქტილია.

 

ასევე არ უნდა გამოგვეპაროს ხერხემლის სხვა დეფორმაციები, მაგალითად სქოლიოზი, კიფო-სქოლიოზი, ტანდეგობის დარღვევა, (სურათი-2) რომლის პირველადი გასინჯვა უნდა მოხდეს ექიმი ორთოპედის მიერ 6 წლიდან 15 წლის ასაკამდე.  რათა არ გამოვიწვიოთ მომავალში შრომის უნარიანობის დარღვევა, მცირე მენჯის ორგანოების დაავადებები, უშვილობა და სხვა.

 

მშობლებო, ყოველთვის შეაფასეთ თქვენი შვილის სხეულის განვითარება, დააკვირდით ისეთ ნიშნებს როგორიც არის მხრების, ბეჭის, ნეკნების, მენჯის და ქვედა კიდურების ასიმეტრია, სიარულის მანერის დარღვევა, გულმკერდის დეფორმაციები, ტკივილი წელის და ზურგის მიდამოში, თავის ტკივილი.

 

ნუ მიიყვანთ ბავშვს სპორტის სხვადასხვა სახეობზე ექიმი ორთოპედ ტრავმატოლოგის გასინჯვის და რეკომენდაციის გარეშე, რათა შეფასდეს ტერფების ვალგუსური დეფორმაციის და ბრტყელტერფიანობის ნიშნები. (სურათი-3) რის შემდგომაც მოხდება სპორტის გარკვეული სახეობის ინდივიდუალური შერჩევა.

 

ბავშვთა ძვალ-სახსროვანი სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე ხდება მათი დაზიანება სხვადასხვა ტრავმის დროს, განსაკუთრებით ბავშვთა ტრავმატიზმი მატულობს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მათი ფიზიკური ატივობის მატების თანმხლებად. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ ტრავმატოლოგს თუ თქვენს შვილს აღენიშნებაб შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, ზედა თუ ქვედა კიდურში, რათა გამოირიცხოს სხვადასხვა ამოვარდნილობს, სუბპერიოსტალური მოტეხილობა. (სურათი-4) მოხდეს მოტეხილობის ნადრევი რენტგენოლოგიური დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა რბილი ფიქსაციით, ან თაბაშირის საშუალებით იმობილიზაციით შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.

 

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

იხ: სურათები.