ისრაელის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ექიმები ოპერაციებს ჟვანიას კლინიკაში, კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებენ!

ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვევიან




თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა რამდენიმე წელია თანამშრომლობს ისრაელის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. კერძოდ, ისრაელის ქ. ჰაიფას რამბამის აკადემიურ პედიატრიულ კლინიკასთან და თელავივის ასუნტას სამედიცინო ცენტრთან. აღნიშნული თანამშრომლობის პერიოდში ჩატარებულია სამოცდაათზე მეტი რთული ქირურგიული ოპერაცია, წაკითხულია ლექციები სტუდენტების, რეზიდენტების და ექიმებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დახმარებით, ჩვენი კლინიკის ბაზაზე პირველად საქართველოში დაინერგა მინიინვაზიური ლაპარასკოპიული ოპერაციები ბავშვთა ქირურგიაში.
 

2018 წლის 22–26 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას, საექიმო საქმიანობის განხორციელების მიზნით ეწვევიან ებრაელი ქირურგები:

პროფესორი იცხაკ ვინოგრადი– თელავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი. ასუნას ცენტრის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროფესორი რან შტეინბერგი– ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი, ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროფესორი არკადი ვაჩიანი– ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი, ბავშვთა მინიინვაზიური ქირურგიული სამსახურის უფროსი.

მათი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურთულესი ქირურგიული ოპერაციები:

  1. თანდაყოლილი ანორექტარული მალფორმაცია;
  2. დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი;
  3. რექტო–ვაგინალური ფისტულა;
  4. გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
  5. ღვიძლის კისტა და სხვა პათოლოგიები.

გარდა ამისა, დაგეგმილია სალექციო კურსები:

  1. ჰირშპრუნგის დაავადება– თანამედროვე ასპექტები;
  2. გასტროინტესტინალური მალფორმაციები– დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  3. ღვიძლის და სანაღვლე გზების ქირურგიული პათოლოგიები– დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  4. სეფსისი– მართვის თანამედროვე ასპექტები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდება პაციენტთა კონსულტაციები.
 

 

თსსუ გ ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!