მიხაელ ლენტცეს ვიზიტი საქართველოში

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საქართველოზე შეყვარებული ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, მიხაელ ლენტცე ეწვია


 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას, საექიმო საქმიანობის განხორციელების მიზნით 2018 წლის 1 ოქტომბრიდან,  30 ოქტომბრის ჩათვლით ეწვია საქართველოზე შეყვარებული,  გერმანელი ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, 2003–2007 წლებში ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე გერმანული სამთავრობო DAAD–ის პროგრამის დაფინანსებით 2013 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. მის მიერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის უსასყიდლოდ, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში გადმოცემული იქნა ფიბროენდოსკოპიური, ანესთეზიოლოგიური და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისათვის საჭირო აპარატურა. მან ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქართველ კოლეგებთან ერთად კონსულტაცია გაუწია სამიათასზე მეტ პაციენტს.

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცეს მიერ ბავშვებში დიაგნოსტირებული იქნა რიგი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირება და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში ადრე შეუძლებელი იყო, იგი საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი კოლეგებისათვის სისტემატიურად ატარებდა ლექციებს პედიატრიული დაავადებების თანამედროვე მართვის საკითხებზე. გამომდინარე დიდი ღვაწლისა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

მიხაელ ლენტცესთან ვიზიტი შესაძლებელია 30 ოქტომბრის ჩათვლით ცოცხალი რიგით 9:30–დან 14:30–მდე.

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.