საქველმოქმედო აქცია.

ყბა–სახის ქირურგის უფასო კონსულტაცია.



თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა გთავაზობთ ყბა–სახის ქირურგის უფასო კონსულტაციას!

საქველმოქმედო აქციით ისარგებლებენ თავის, სახის, კისრისა და პირის ღრუს თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები.


აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, თსსუ ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის  ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.


პაციენტის კონსულტაცია იწარმოებს წინასწარი ჩაწერით, ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 29 34 66