დიაბეტის მსოფლიო დღე

თსსუ და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წელსაც შეუერთდა დიაბეტის მსოფლიო დღეს კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებების აღნიშვნით.





14 ნოემბერი მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნა 1991 წლიდან, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ინიციატივით ხდება. მისი მიზანი დაავადების მიმართ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და კოორდინირებული ქმედებების შემუშავებაა.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ-ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წელსაც შეუერთდა  დიაბეტის მსოფლიო დღეს კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებების აღნიშვნით.


ღონისძიებას ესწრებოდნენ:  კლინიკის ექიმები, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის პაციენტები და მათი მშობლები, საპატიო სტუმრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.


დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული-პროფესორი ლია ძიძიგური, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა გორდელაძე, კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი ეკატერინე ფაცაცია,  დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი გვანცა გასვიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია, პროფესორი რამაზ ყურაშვილი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და სხვა...


დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ლექცია ,,შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზრდილებში“, რომელზეც განიხილებოდა დაავადებასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და  სიახლეები.


ასოცირებულ პროფესორ მარინა გორდელაძეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სახელით, ქალბატონმა გვანცა გასვიანმა გადასცა სიგელი დიაბეტის მართვის მიმართულებით  გაწეული ღვაწლისათვის.


ღონისძიებაზე, დიაბეტის მქონე ბავშვებს და მოზარდებს შორის საპატიო ნომინანტი - „ყველაზე მოწესრიგებული პაციენტი-2018“ და ასევე ,, „ყველაზე მოწესრიგებული მშობელი“ გამოვლინდა, რომლებსაც  გადაეცათ   სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.


ღონისძიება დასრულდა სადღესასწაულო ფრანებისა და ბუშტების ცაში გაშვებით.