თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გერმანელი ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, მიხაელ ლენტცე ეწვია.

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საქართველოზე შეყვარებული ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, მიხაელ ლენტცე ეწვია.


 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას, საექიმო საქმიანობის განხორციელების მიზნით 2019 წლის 1 აპრილიდან,  30 აპრილის ჩათვლით ეწვია საქართველოზე შეყვარებული,  გერმანელი ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, 2003–2007 წლებში ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.

 

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე გერმანული სამთავრობო DAAD–ის პროგრამის დაფინანსებით 2013 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში, კერძოდ კი თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. მის მიერ ამავე კლინიკისათვის უსასყიდლოდ, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში გადმოცემული იქნა ფიბროენდოსკოპიური, ანესთეზიოლოგიური და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისათვის საჭირო აპარატურა. მან ბოლო 4 წლის განმავლობაში, ქართველ კოლეგებთან ერთად კონსულტაცია გაუწია სამიათასზე მეტ პაციენტს.

 

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცეს მიერ ბავშვებში დიაგნოსტირებული იქნა რიგი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირება და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში ადრე შეუძლებელი იყო, იგი საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი კოლეგებისათვის სისტემატიურად ატარებდა ლექციებს პედიატრიული დაავადებების თანამედროვე მართვის საკითხებზე. 

 

2013 წლის 25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორს მიხაელ ლენტცეს, მიენიჭა თსსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება.

აღსანიშნავია, რომ პროფესორ მიხაელ ლენტცეს აღნიშნული წოდება მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისთვის გაწეული უანგარო დახმარებისა და იმ დამსახურებისათვის, რაც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ბავშვთა სამედიცინო დახმარების საქმეში.

მიხაელ ლენტცე წლების მანძილზე იყო ევროპის პედიატრიული–გასტროენტეროლოგიური კავშირის პრეზიდენტი. იგი არის ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოებების საპატიო წევრი.

 

მიხაელ ლენტცესთან ვიზიტი შესაძლებელია 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ცოცხალი რიგით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30–დან 14:30–მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 577293466. გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.