ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებშi სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკას ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისისთვის 150 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ეს დონაცია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფინალური ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მათ სოციალური და სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ხანგრძლივი მოვლის სერვისის განვითარებას.