ექიმთა გუნდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
25-26 ივლისს ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო - ს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწია.
ყველაზე დიდი ჯილდო ჩვენთვის იყო თითოეული კმაყოფილი პაციენტის ღიმილი, კეთილი სიტყვები და გულწრფელი მადლობა.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს თბილი მასპინძლობისა და გვერდში დგომისთვის. მათი მხარდაჭერის გარეშე ამ მასშტაბის ღონისძიების წარმატებით ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
მადლობა ყველას, ვინც გვანდო საკუთარი ჯანმრთელობა და ეს ორი დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა.
ჩვენთვის ეს მხოლოდ ვიზიტი არ ყოფილა, ეს იყო ადამიანებთან შეხვედრა და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ერთად ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია.