გერმანელი ყბა – სახის ქირურგები გ.ჟვანიას კლინიკაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში


გერმანელი ყბა – სახის ქირურგების – დოქტორ ჰელმუტ ზიბერის, დოქტორ ანდრეას ფრიდრიხ ჰამმახერის, დოქტორ ვიქტორ ვაილერტის და ანესთეზიოლოგ, დოქტორ კარსტენ კრაბსის საქველმოქმედო ვიზიტის ფარგლებში, კონსულტირებული იქნა ორმოცამდე პაციენტი ყბა–სახის პათოლოგიებით. ასევე ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ ყბა – სახის მიდამოს თანდაყოლილი განვითარების მანკის მქონე პაციენტებს.