საქველმოქმედო აქცია საჩხერეში
მიმდინარე წლის 6 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის და ორგანიზაცია „ქართული ოცნება
- ჯანმრთელი მომავალი“ ინიციატივით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორგანიზებით,
კლინიკის ექიმებმა ჩაატარეს მორიგი საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებში სამედიცინო შემოწმება და კონსულტაცია გაეწია საჩხერის რაიონში მცხოვრებ 500 მეტ ბავშვს და მოზარდს. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა კონსულტაცია მიიღეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისა და პროფესორებისაგან: ნანა გელაძე (ბავშვთა ნევროლოგი), ნანა კაპანაძე (ბავშვთა ნევროლოგი), ანა ჩოჩია (ნევროლოგი), ნინო ხვედელიანი (ყბა-სახის ქირურგი), ეკატერინე უბერი (პედიატრი), თინათინ კუტუბიძე (პედიატრი), მარინა გაგოშიძე (პედიატრი), ლუიზა ცომაია (ოფთალმოლოგი), მურმან ლომაია (ოტორინოლარინგოლოგი), თენგიზ ბახტაძე (ბავშვთა ქირურგი), თამაზ გაბუნია (ტრავმატოლოგი), შალვა წინწკალაძე (რადიოლოგი), მანანა კობახიძე (ალერგოლოგი), მაია ფხალაძე (ენდოკრინოლოგი), ნინო ჯინიკაშვილი (ენდოკრინოლოგი), ქეთევან ბაჩიაშვილი (სტომატოლოგი). აქციაში მონაწილეობდნენ კლინიკის გენერალური დირექტორი ლია ძიძიგური და დირექტორი საორგანიზაციო დარგში ნანა დათიაშვილი. აქციის ფარგლებში გაისინჯა 350 ბავშვი, განხორციელდა 500 - მდე კონსულტაცია.
მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც იგეგმება.