ღირსების ორდენი

2012 წლის 16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა 


თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი–სპეციალისტები...


ნათელა (ნანა) გელაძე _ თერაპიის სამსახურის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი,  პროფესორი;

ნუგზარ უბერი _ თერაპიის სამსახურის ექიმი–პედიატრი, პროფესორი;

მარინა გორდელაძე _ სასწრაფო–გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურების სამსახურის ექიმი–ენდოკრინოლოგი, პროფესორი;



ვულოცავთ „ღირსების ორდენის“ ახალ კავალერებს მაღალ სახელმწიფო ჯილდოს და ვუსურვებთ კვლავაც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურონ ქართველ ხალხს .