1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 2017


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით კლინიკა საზეიმოდ იყო მორთული და ბავშვების საყვარელი


ანიმაციური პერსონაჟები მათთვის ხალისიანი განწყობის შექმნასა და გართობაზე ზრუნავდნენ.
მთელ კლინიკაში ამაღლებული განწყობა. თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა სტაციონარში მწოლიარე და ამბულატორიულ პაციენტებს, რითაც განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა ბავშვებს და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მათ.