14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ ტრადიციული ღონისძიება გამართა დიაბეტიანი ბავშვებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს დიაბეტის ფედერაციის თავმჯდომარე - რამაზ ყურაშვილი



აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში - მანონი გოგუა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორი - გვანცა გასვიანი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე
შპს „ნიუ ჯორჯიას“ წარმომადგენელი - ნათია ფირცხალაიშვილი
სტუმრებმა სიტყვით მიმართეს ბავშვებსა და მათ მშობლებს. ისაუბრეს დიაბეტის მნიშვნელობასა და ცხოვრების წესზე. მშობლებს მათთვის კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.
ბავშვების გართობაზე „მარსიანჩიკები“ ზრუნავდნენ. კომპანია „Walmark” - მა მათ საჩუქრებიც გადასცა, ხოლო აფხაზეთის მთავრობამ დიაბეტური ტკბილეულით დაასაჩუქრა ბავშვები. 
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ფრანები და ბუშტები გაუშვეს ცაში.