თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია რამბამის სამედიცინო ცენტრში (ჰაიფა, ისრაელი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია რამბამის სამედიცინო ცენტრში (ჰაიფა, ისრაელი)


 

2018 წლის 28 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორის, ასოცირებული პროფესორის, ლია ძიძიგურის და  თსსუ-ის პედიატრიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, თინათინ კუტუბიძის შემადგენლობით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში, რამბამის სამედიცინო ცენტრში (ჰაიფა). რამბამის სამედიცინო ცენტრი ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც  ჩრდილოეთ ისრაელის 2 მილიონიან მოსახლეობას ემსახურება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ რამბამის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს: დირექტორს, პროფესორ რაფაელ ბიარს; საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების სტრატეგიის მიმართულების დირექტორს, პროფესორ ესთერ გოლანს; ეკონომიკის და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორს, რანიტ სეგალ ჰირშბერგს, რამბამის სამედიცინო ცენტრში შემავალი რუტ რაპაპორტის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელს, პროფესორ მირიამ ბენ არუშს; აღმასრულებელ მენეჯერს, დოქტორ ერიზ კარმანს; ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ რან შტეინბერგს და ბავშვთა ლაპარასკოპიული ქირურგიის ხელმძღვანელს, დოქტორ არკადი ვაჩიანს. შეხვედრებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ახლდათ ამ ვიზიტის  კოორდინატორი აბიგალ ზაჰარი. 
 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს  ნომერზე 577 29 34 66

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!