გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა

2019 წლის 5 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის მიმართულება წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას, პროექტის  - “ჯანსაღი მომავალი თაობის” ფარგლებში ესტუმრა.
 
პროექტის ფარგლებში აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს  (ასაკი 8-12 წელი)  ფიზიკური განვითარების შეფასებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გამოვლენის მიზნით სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდათ. 
 
“საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს მიეკუთვნება სიმსუქნე, ზრდაში ჩამორჩენა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ვინაიდან ზემოაღნიშნული პათოლოგიები უფრო ხშირად ვლინდება პუპერტატულ ასაკში ჩვენს მიერ გასინჯულ იქნა მოწყვლადი კონტიგენტი - 8-12 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გორდელაძემ. 
 
თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს, რომელთაც დამატებითი კვლევა დასჭირდებათ კლინიკაში,  ენდოკრინოლოგებთან კონსულტაცია იქნება უფასო. 
 
უფასო გასინჯვების პროექტის მიმდინარეობაში ჩართულნი იყვნენ:
თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის წამყვანი ენდოკრინოლოგები და რეზიდენტები:
 
1. ასოცირებული პროფესორი - მარინა გორდელაძე
 
2. მედიცინის დოქტორი - ეკატერინე ფაცაცია 
 
3. მარიამ ფხალაძე
 
4. ეკატერინე გირგვლიანი
 
5. რეზიდენტები - ქეთევან მღებრიშვილი და ანა გურეშიძე. 


მსგავსი სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკას ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისისთვის 150 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო ა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკას ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისისთვის 150 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ეს დონაცია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფინალური ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მათ სოციალური და სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ხანგრძლივი მოვლის სერვისის განვითარებას. 
ჯანმო-ს მიერ ინიცირებულ ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღე
5 მაისს მსოფლიო აღნიშნავს ჯანმო-ს მიერ ინიცირებულ ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღეს!
 ჩვენ ერთად შეგვიძლია დავაჩქაროთ ქმედებები ინფექციის და ანტიმიკრობულირეზისტენტობის შესაჩერებლად და შევქმნათ ისეთი უსაფრთხოების კულტურა, რომელშიც ხელის ჰიგიენის გაუმჯობესებას ენიჭება მაღალი პრიორიტეტი.
ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ იურგენ ზაიდენბერგის ლექციათა ციკლი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
2023 წლის 10 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაციას შორის არსებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი იურგენ ზაიდენბერგი, რომელმაც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩაატარა ლექციათა ციკლი (8 ლექცია) :
მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე
თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საექიმო სამუშაო ვიზიტით ამჯერადაც ეწვია ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.
რა არის დიარეა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია დიარეის მართვა და მისი დროული დიაგნოსტიკა.

რა არის დიარეა?
დიარეა-გახშირებული ნაწლავთა მოქმედებაა (3-ჯერ და მეტად 24 საათის განმავლობაში)
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი