საქველმოქმედო აქცია ყაზბეგში
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წლის 1–2 ივნისს დაგეგმილია მორიგი გასვლითი უფასო გასინჯვები 0–18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სტეფანწმინდა) ექიმთა გუნდი დაკომპლექტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის წამყვანი პროფესორ–მასწავლებლებითა და ექიმებით, ისინი ბავშვებს უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს და ექოსკოპიურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
გასინჯვები ჩატარდება ყაზბეგის სამედიცინო ცენტრში - ალ. ყაზბეგის 35
აქციის ფარგლებში, ყაზბეგს ეწვევიან შემდეგი სპეციალისტები:
- პედიატრი;
- ნევროლოგი;
- ენდოკრინოლოგი;
- ოკულისტი;
- ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი;
- ანესთეზიოლოგი;
- ქირურგი;
- ტრავმატოლოგი;
- ექიმი–რადიოლოგი;
- ყბა–სახის ქირურგი;
- კარდიორევმატოლოგი;
- ალერგოლოგი.
მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც იგეგმება.
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.