მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.

მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
 
სამყაროს შეცნობასა და გარემოსთან ურთიერთობაში ადამიანს ხუთი გრძნობა – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება – ეხმარება. ყველაზე მრავალფეროვანი თვალით აღქმული ინფორმაციაა. სწორედ ამ ორგანოს მეშვეობით აღვიქვამთ საგნების ფორმას, ფერს, განათებას, მდებარეობას, თუმცა იდეალური მხედველობა ყველას როდი აქვს. ახლომხედველობა, მიოპია, მხედველობის ისეთი დეფექტია, რომლის დროსაც თვალს ზომაზე მეტი გარდამტეხი ძალა ან წინა-უკანა ღერძი აქვს და ამის გამო გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის წინ. ამ დროს ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, შორს კი ცუდად. დიახ, ეს არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. მიოპიის ერთ–ერთ გამომწვევ მიზეზად  ეკრანდამოკიდებულება ითვლება, როგორც ბავშვთა ასევე მოზრდილთა ასაკში. 

თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმ–ოფთალმოლოგს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, MD. PHD –მანანა კიკოლაშვილს არა ერთი სტატია თუ მოხსენება აქვს გაკეთებული აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. გთავაზობთ მის სტატიას, რომელიც დაიბეჭდა უნგრული ჟურნალისთვის Ophthalmology and Eye Research Open Access Journal-"Parents! Tell your children: turn off the computers, smart phones, tablets and go outside" საიდანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ მიოპია (ახლომხედველობა)–ზე.
 
მიოპია (ახლომხედველობა) არის რეფრაქციის ერთ-ერთი სახე,  რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბავშვთა თვალის დაავადებებს შორის. იგი გვევლინება ბავშვებში და მოზარდებში მხედველობის მკვეთრი დაქვეითების გამომწვევ ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეფრაქცია ბოლო რამდენიმე ათწლეულში საგანგაშო სისწრაფით იზრდება. მიოპია მოსახლეობისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა ბოლო პერიოდში, რადგან რიგ შემთხვევაში სწორედ ეს ხდება სიბრმავის მიზეზი.
დღეისათვის ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიოპიას უკვე ეპიდემიის სახე აქვს. დაავადება აღენიშნება ახალგაზრდა მოსახლეობის 90%-ს, აქედან 20 %-სმაღალი ხარისხის ახლომხედველობა, ხოლო ევროპის ზოგიერთ ქვეყნაში მიოპიის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგებულია.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ნავარაუდევია, რომ 2050 წელს მოსახლეობის 50%–ს მიოპიული რეფრაქცია ექნება.
მიოპიის განვითარების და პროგრესირების რამოდენიმე ხელშემწყობი მიზეზი არსებობს,  ესენია: გენეტიკური ფაქტორი, გარემო პირობები და თვალის კაკლის ზომაში ზრდა. ბავშვებში,  რომლებიც დიდ დროს ატარებენ ახლო საგნებთან, ხშირ შემთხვევებში შეიმჩნევა თვალის კაკლის პროგრესული ზრდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ელასტიურია ზრდის და განვითარების პერიოდში, და მისი ზომაში დაგრძელება არის პასუხი, როგორც კომპენსატორული მექანიზმი იმ შემთხვევაში თუ მხედველობითი დატვირთვა გაძლიერებულია.

სხვა და სხვა მკვლევართა აზრით, მიოპიის აფეთქების და მისი საგანგაშო სისწრაფით ზრდის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი განათლების სისტემის ინტენსიური განვითარებაა.
დღესდღეობით ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ გარეთ ხანგრძლივი დროის გატარება და დღის ბუნებრივ სინათლეზე ყოფნა ხელს უშლის მიოპიის განვითარებას და პროგრესირებას.  
სამედიცინო ჟურნალ JAMA Ophthalmology-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დამტკიცდა, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ დღის სინათლის ზემოქმედების ქვეშ 30%-ით ნაკლებ შემთხვევაში უვითარდებათ მიოპია, ვიდრე მათ ვინც ხანგრძლივად შენობებში არიან. 
ასევე, სხვა და სხვა კვლევების თანახმად, ვარაუდობენ, რომ დღის სინათლეზე ხდება ნივთიერება დოფამინის გამოთავისუფლება, რაც ხელს უშლის მიოპიის განვითარებას და პროგრესირებას, თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებაა და არა მტკიცებულება. 

მკვლევარებს სჯერათ, რომ მიოპიის ეპიდემიის მთავარი მიზეზი ეკრანდამოკიდებულებაა. 
დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს მოხსენებას, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვები და მოზარდები საშუალოd 8-9 საათს ატარებენ ეკრანების წინ,  მშობლებმა უნდა დაიცვან თავიანთი შვილები ამ თანამედროვე ხაფანგისგან.  საჭიროა სპეციალისტების მიერ მიწოდებულ იყოს ინფორმაცია, რომელიც გაზრდის მშობლების ცნობადობას,   თუ რაოდენ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ელქტრონული მოწყობილობების უკონტროლო გამოყენება. 

ბავშვებს და მოზარდებს ესაჭიროებათ მეტი სოციალური ურთიერთობები, რადგან დიდი დოზით ,,screen time” (ეკრანთან გატარებული დრო) უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვების არა მხოლოდ მხედველობაზე, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზე, სოციალურ უნარებზე, ქცევის მართვაზე, ცნობიერებაზე, სწავლის დაშემეცნების უნარზე. არსებობს მეცნიერული კვლევის შედეგები, რომ ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურაd 2 საათზე მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან 7-ჯერ მეტად უვითარდებათ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD).
ასე რომ, მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ სმარტფონები, კომპიუტერები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
 
 
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
 
 
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66
 
 
გისურვებთ ჯანმრთელობას!
 
 
 

მსგავსი სიახლეები

რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს
თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი