ფუნქციური ყაბზობა

ფუნქციური ყაბზობა

ყაბზობაზე, გაძნელებული და იშვიათი ნაწლავთა მოქმედების პრობლემებზე გვესაუბრება თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ამბულატორიული განყოფილების ექიმი–პედიატრი,  მარიამ ღუღუნიშვილი. 

ბავშვთა ასაკში გაძნელებული და იშვიათი ნაწლავთა მოქმედების პრობლემით პედიატრთან და პედიატრ-გასტროენტეროლოგთან მომართვიანობა ძალიან მაღალია. პატარებისთვის ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას მშობლები სახლის პირობებში თავად იწყებენ, ცდილობენ მისცენ მეტი ხილი, ბოსტნეული, წვნიანი, თუმცა ხშირად ეს საკმარისი არ არის.  

სასურველია დასაწყისშივე განვსაზღვროთ თუ რა იგულისხმება ყაბზობის ქვეშ: 
იშვიათი,  გაძნელებული, მტკივნეული დეფეკაცია, დიდი ზომის განავლოვანი მასებით. ეს ჩივილი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად გამოიხატება ბავშვებში, მაგალითად: 

<4 წლამდე ასაკის ბავშვებში
1. კვირის განმავლობაში ნაწლავთა მოქმედება ≤2 ჯერ
2. დეფეკაციის შეუკავებლობის მინიმუმ 1 ეპიზოდი კვირის მანძილზე „საპირფარეშოს ვარჯიში“-
    ის მიუხედავად. 
3. ანამნეზში დეფეკაციის შეკავება
4. ანამნეზში მტკივნეული ნაწლავთა მოქმედება 
5. სწორ ნაწლავში დიდი რაოდენობის ფეკალური მასების არსებობა
6. დიდი ზომის ფეკალური მასები არსებობა
 
>4 წლის ბავშვებში : 
1. კვირის განმავლობაში ნაწლავთა მოქმედება ≤2 
2. დეფეკაციის  შეუკავებლობის მინიმუმ 1 ეპიზოდი კვირის მანძილზე
3. დეფეკაციის ძლიერი შეკავება ან შეკავებისთვის დამახასიათებელი პოზა 
4. ანამნეზში მტკივნეული ნაწლავთა მოქმედება
5. სწორ ნაწლავში დიდი რაოდენობის ფეკალური მასების არსებობა
6. დიდი ზომის ფეკალური მასები არსებობა
 
ეპიდემიოლოგია
• ფუნქციური ყაბზობის 17%-40% იწყება სიცოცხლის პირველ წელს 
• ბავშვთა 30%-ზე მეტს უფიქსირდებათ ყაბზობის ეპიზოდები არსებობა 
• თუ ყაბზობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, მას ვუწოდებთ ქრონიკულ ყაბზობას (აღენიშნება ბავშვთა 10 %-ს)
• ყაბზობა ხშირად ასოცირებულია იშვიათ და/ან მტკივნეულ დეფეკაციასთან, მკვრივ ან დიდი ზომის განავალთან, განავლის შეუკავებლობასთან და მუცლის ტკივილთან.

აუცილებლად ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ყაბზობის ის საგანგაშო ნიშნები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ექიმს დროულად უნდა მიმართონ. 

  • ყაბზობა, რომელიც იწყება ძალიან ადრე (<1 თვ)
  • მეკონიუმის (ახალშობილის პირველი განავალი) პასაჟი მხოლოდ >48 სთ-ის შემდგომ მიიღება
  • მცირე ზომის განავალი
  • სისხლიანი განავალი ანუსის ნახეთქის არსებობის გარეშე
  • წონაში ნამატის დეფიციტი
  • ცხელება
  • ნაღვლოვანი ღებინება
  • პათოლოგიური ფარისებრი ჯირკვალი
  • მუცლის ღრუს მწვავე შებერილობა
  • პერიანალური ფისტულა
  • ანუსის პათოლოგიური მდებარეობა
  • ანალური და კრემაქტერული რეფლექსის არ არსებობა
  • ქვედა კიდურების ტონუსის, რეფლექსების, დაჭიმულობის შემცირება
  • ჩაღრმავება კუდუსუნის არეში
  • ანუსის ინსპექციის ექსტერმალური შიში
  • იარები ანუსის არეში

ექიმთან ვიზიტის დროს მოხდება ჩივილების სიმძიმის, ხანგრძლიობის, თანმხლები პრობლემების შეფასება. ხშირად დიაგნოსტირებისთვის არ არის აუცილებლი მრავალი სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება. ექიმი ჩაუღრმავდება იმ ფაქტორებს, რომლებიც შესაძლოა ემთხვეოდეს სიმპტომების დაწყებას: ანალური ნახეთქის არსებობა, კვების რეჟიმის შეცვლა, ინფექციები, დეფეკაციის ქოთანზე შესრულების დაწყება, საცხოვრებელი სახლის შეცვლა, საბავშვო ბაღში ან სკოლაში სიარული დაწყება, შიშები და ფობიები, ოჯახში დიდი ცვლილებები, სხვადასხვა წამლების მიღება, მოგზაურობა. ექიმი აგრეთვე მოახდენს ფიზიკურ შეფასებას: სიმაღლე / წონა,  ანუსის და მის გარშემო მიდამოსდათვალიერება, მუცელის ღრუს პალპაცია (ხელით გასინჯვა); იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ანუსისთითით (რექტალური)  გასინჯვა,  მუცლის ღრუს რადიოლოგიური გამოკვლევა, ულტრასონოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები ჩატარება შემდგომი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის:ცელიაკიის დაავადები, ჰიპოთირეოზი და ჰიპერკალცემია;
 
მკურნალობა პირველადი, მსუბუქი შემთხვევისას მარტივი ღონისძიებით იწყება, როგორიცაა კვების რაციონში ცვლილებები, კვებითი და მავნე ჩვევების კორექცია - მეტი სითხე, ხილი, ბოსტნეული და ბოჭკოს შემცველი საკვები, დეფეკაციის შემთხვევაში ბავშვის წახალისება.

თუ ეს ყველაფერი პატარას ვერ ეხმარება, შემდგომ საჭირო ხდება საფაღარათო მედიკამენტების დანიშნვა, რათა მოხდეს ფეკალური საცობის დარბილება, დაშლა და ნაწლავის სანათური განთავისუფლება. მკურნალობა ხშირად რამოდენიმე თვე გრძელდება, რაც საზიანო ბავშვისთვის სრულებით არაა.
საჭიროა შემდგომში მიღწეული შედეგის შენარჩუნებაც. რაც გულისხმობს როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ბავშვის ადექვატურ კვებას, ტკბილეულის და პურ-ფუნთუშეულის მორიდებას, საკმარისი რაოდენობით სითხის და ბოჭკოს მიღებას, ფიზიკურ აქტიობას.


 
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
 
 
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66
 
 
გისურვებთ ჯანმრთელობას!
 
 

მსგავსი სიახლეები

რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს
თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი