თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ახალი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა

თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ახალი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა
 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ინტენსიური მოვლის და ნეონატალური განყოფილებებისთვის განკუთვნილი, ახალი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.  400 000 ლარამდე ღირებულების აპარატურა კლინიკას  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში გადასცა. 
 
აღნიშნული დონაცია შეადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროექტის - „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების დანერგვა საქართველოში“ - ნაწილს, რომელიც ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 
 
პროექტის მიზანი ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებაა ინკურაბელური და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის. ამ მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების ინსტიტუციურ მოწყობაში, ასევე, აღნიშნულ კლინიკას დახმარებას უწევს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში.
 
დღევანდელ ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძგური  და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ განხორციელებულ დონაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მხარისთვის.
 
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირჟი პრეცლიკიმ აღნიშნა, რომ  ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველთვის არის მზად მხარი დაუჭიროს საქართველოს და  გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით, იმისთვის რომ სამედიცინო სერვისები  მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი და კიდევ უფრო განვითარდეს.
 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომ მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება და ერთობლივი მუშაობით საქართველოში ისეთი სერვისები შეიქმნება, როგორიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში უნდა იყოს. 
 
უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ  დიდი მადლობა გადაუხადა ინიციატივისთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჩეხეთის რესპუბლიკის მხარეს. ასევე, იმისთვის, რომ სწორედ გ. ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკა იქნა არჩეული დონაციისთვის და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი და კლინიკა მზად არის სერვისების განვითარებისთვის და მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავსი სახის ინიციატივების განხორციელებაში. 
 
ღონისძიებაზე, ასევე, აღინიშნა, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გ. ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის გვერდით ააშენებს ხუთსართულიან კორპუსს, რომელიც არსებულ შენობასს შეუერთდება და  მასში განხორციელდება პალიატიური სერვისი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვისაც. გადმოცემული აპარატურა შემდგომში სწორედ ამ შენობაში განთავსდება.





http://new.tsmu.edu

მსგავსი სიახლეები

რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი