თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ოთხდღიანი ვიზიტით, დოქტორი ოლე მარტინ რორდამი სტუმრობს

დოქტორი ოლე მარტინ რორდამის ვიზიტი თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ოთხდღიანი ვიზიტით, ნორვეგიელი ექიმი-დერმატოლოგი, ოლე მარტინ რორდამი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ის თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, კლინიკის პაციენტებისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებისათვის ატარებს მკურნალობებს სხვადასხვა სახის დაავადებაზე.   პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად, დოქტორი რორდამი ახორციელებს კონსულტაციებსა და ოპერაციებს სხვადასხვა ტიპის ჰემანგიომაზე. დერმატოლოგიური დაავადებების მიმართულებით, ისეთ დიაგნოზებზე, როგორიც არის:  აკნე, როზაცია, ცხიმიანი სებორია, კაპილარების მკურნალობა, ჰიპერპიგმენტაციის მკურნალობა (მზისმიერი ლაქები, მზისმიერი ლენტიგო, მელაზმა) კონსულტაციები და მკურნალობა ხორციელდება, კანისა და ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან, მაია მათოშვილთან ერთად, რომელიც თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში მოღვაწეობს. 
 
დოქტორ ოლე მარტინ რორდამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, უკვე ერთი წელია, რაც თანამშრომლობს. მან უნივერსიტეტს  პულს-ტექნოლოგიის აპარატის „SOLARI Square Pulse Technology“ გადასცა, რომელიც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში დაიდგა და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ბავშვებში სისხლძარღვოვანი სიმსივნეების მკურნალობისთვის. როგორც ნორვეგიელმა სტუმარმა აღნიშნა, მას  ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთობა, მსგავსი აპარატი არაერთ კლინიკაში ფუნქციობს და მისი მეშვეობით ჩატარებული მკურნალობა შედეგიანი და მოთხოვნადია. აპარატი გამოიყენება, როგორც ჩვილ ბავშვთა დერმატოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, ისე პოსტოპერაციულად, კოსმეტიკური თვალსაზრისით. როგორც, თსსუ-ის პროფესორები განმარტავენ, საუნივერსიტეტო კლინიკებს  აპარატის საშუალებით მიეცათ შესაძლებლობა,  სამომავლოდ ბევრი ისეთი ფორმის ჰემანგიომის მკურნალობა განახორციელონ  საქართველოში, რომლის მკურნალობაც აქამდე არ ხდებოდა.
 
ვიზიტის ფარგლებში, 19 მარტს დოქტორ რორდამმა დერმატოლოგიის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და თანამშრომლებისთვის ლექციაც წაიკითხა. მან აუდიტორიას გააცნო ლაზერული აპარატის ტიპები, ისაუბრა მათ ეფექტურობაზე, განიხილა აპარატებით განხორციელებული პროცედურები და შედეგები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, აუდიტორიამ მიიღო ამომწურავი პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე. 
 
ლექციის დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ,  ბატონ ოლე მარტინ რორდამს, დოკუმენტაცია გადასცა, რომლის მიხედვითაც თსსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტისთვის გაწეული ღვაწლისთვის, ბატონ რორდამს  თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.



მსგავსი სიახლეები

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გერმანელი ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, მიხაელ ლენტცე ეწვია.
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საქართველოზე შეყვარებული ექიმი–პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, მიხაელ ლენტცე ეწვია.
უჭმელი ბავშვების პრობლემები
უჭმელი ბავშვების პრობლემები - ცნობილი პედიატრისგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ
თაფლი და თბილი რძე სპაზმური ხველის მოსახსნელად
თაფლი და თბილი რძე სპაზმური ხველის მოსახსნელად - ეკა უბერი უახლესი რეკომენდაციებით
 მეტყველება ეკრან და მობილურ დამოკიდებულების დროს
"პირადი ექიმი"– მარი მალაზონიას საავტორო გადაცემაში სტუმრად თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნევროლოგი, თსსუ ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე 
 ყველაფერი კუჭ-უკანა ჯირკვლის ანთების შესახებ

ტელეკომპანია "პულსი" და პროფესორ ყარამან ფაღავას საავტორო გადაცემა "პედიატრიული ფაკულტეტი" თემაზე: პანკრეატიტი
რძის აუტანლობა რძის აუცილებლობის პირისპირ

პროფესორ ყარამან ფაღავას საავტორო გადაცემა "პედიატრიული ფაკულტეტი" თემაზე ძროხის რძის აუტანლობა ჩვილ ბავშვებში, ანუ ალერგია ძროხის რძის ცილაზე.
როგორ ვლინდება სეპტიკური ართრიტი ბავშვებში?

როგორ ვლინდება სეპტიკური ართრიტი ბავშვებში?

ენურეზი ანუ უნებლიე შარდვა ბავშვებში

ენურეზი ანუ უნებლიე შარდვა ბავშვებში

იშვიათი დაავადებების უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა თსსუ-ის გ. ჟვანის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში (ბიომარკერების კლინიკური კვლევა)

იშვიათი დაავადებების უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა თსსუ-ის გ. ჟვანის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში (ბიომარკერების კლინიკური კვლევა)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი