სეზონური გრიპი და მისი მკურნალობის მეთოდები

სეზონური გრიპი და მისი მკურნალობის მეთოდები – მაია ხერხეულიძე გადაცემაში „პულსი“

14 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სასწრაფო–გადაუდებელი სამსახურისა და ამბულატორიის ექიმი–პედიატრი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხერხეულიძე სტუმრობდა, რომელმაც სეზონურ გრიპსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ქალბატონო მაია, პირველ რიგში განვსაზღვროთ, რა განსხვავებაა გრიპსა და გაცივებას შორის, რომლებიც მშობლებს ხშირად ერევათ ერთმანეთში?
– ზამთარში ყოველთვის მნიშვნელოვნად მატულობს სასუნთქი სისტემის დაავადებები, რადგან ისედაც უამრავი ვირუსული ინფექცია არსებობს, რომელთა უმეტესობა სწორედ ცივ სეზონზე მწვავდება. გრიპი და გაცივება აბსოლუტურად განსხვავებული დაავადებებია,  რადგან გრიპი ბევრად რთულად მიმდინარეობს და მძიმე გართულებებსაც იწვევს პნევმონიისა და ბაქტერიული ინფექციების ჩათვლით. ამასთანავე, ასუსტებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ანგრევს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სხვა ვირუსული დაავადებების განვითარებას. მართალია, ვირუსული ინფექციების დროს, კლინიკური სურათი ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მძიმედ მიმდინარე გრიპს მეტწილად მაღალი სიცხე, კუნთების და სახსრების ტკივილი, კანკალი და შემცივნება, შემაწუხებელი და შეტევითი, ჯერ მშრალი, მერე კი პროდუქტიული ხველა ახასიათებს, სხვა ვირუსული დაავადება კი, სასუნთქი სისტემის ინფექციით – ცხვირიდან გამონადენით და ხველით, ყელის და ყურის ტკივილით იწყება და ეტაპობრივად პროგრესირებს. სხვათაშორის, ვირუსული ინფექციით დაავადების და გართულების ალბათობა პატარა ბავშვებში უფრო მაღალია, რადგან მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პატარები მეტწილად ბაღებსა და სკოლაში ავადდებიან, სადაც დახშულ სივცეში, უწევთ გაჩერება.
თუმცა, თავდაცვის მიზნით არც სახლში გამოკეტვა ღირს, მეტიც, აუცილებელია სუფთა ჰაერზე ხშირად გასეირნება, რადგან სწორედ სიცივეში და განსაკუთრებით ყინვაში კაჟდება სასუნთქი სისტემა.

– მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები მუდმივად ავად არიან. რას გულისხმობს ტერმინი „ხშირად მოავადე“ ბავშვი?
– სხვათაშორის, მსგავსი შეკითხვით ჩვენც ხშირად მოგვართავენ მშობლები, რომლებიც თვლიან, რომ მუდმივ ავადმყოფობას იმუნიტეტის დაქვეითება იწვევს. მოზრდილი ადამიანი ვირუსული ინფექციით საშუალოდ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ავადდება, ხუთ წლამდე ბავშვი კი, ჩვეულებრივ წელიწადში რვაჯერ ხდება ავად, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან სწორედ ამ გზით აძლიერებს ის საკუთარ იმუნიტეტს. ზოგადად, იმუნიტეტი ვაქცინაციით ან მეხსიერების უჯრედების ჩამოყალიბებით იქმნება, რომელიც ცნობს ინფექციას და აღარ აძლევს ორგანიზმში განვითარების საშუალებას. თუმცა, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ დაავადება მუდმივად პნევმონიით ან ოტიტით რთულდება, მაშინ იმუნურ სისტემას გამოვიკვლევა სჭირდება. ასე რომ, რომ „ხშირ მოავადედ“ მხოლოდ ის ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც წელიწადში 12-15-ჯერ ავადდება, ინფექცია კი, კვირაზე მეტს გრძელდება.

– სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საინტერესოა, რამდენად მართებულია ბაქტერიული ინფექციით გართულების თავიდან ასაცილებლად ვირუსული დაავადების დროს ბავშვის ანტიობიოტიკით მკურნალობა?
– სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან გავრცელებულია თვითმკურნალობა. ბევრს ჰგონია, რომ ანტიბიოტიკი სიცხის წამალია, ამიტომ ცხელების დროს აუცილებლად ანტიბიოტიკით მკურნალობას მიმართავს, რომელის მიღება ცხელების ჩაცხრომისთანავე წყდება და არასდროსაა დაცული არც პრეპარატის დოზირება, არც გამოყენების ხანგრძლივობა. სინამდვილეში, ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსულ ინფექციაზე და არ იცავს ბავშვს ბაქტერიული ინფექციისგან. მეტიც, გაჯანსაღების ნაცვლად, უფრო მეტ პრობლემას ქმნის თავისი გვერდითი მოვლენებით, ამიტომ ყოველთვის უკეთესია ანტიბიოტიკებით მკურნალობა ექიმს მივანდოთ, რომელსაც მშობელმა აუცილებლად დროულად და გადადების გარეშე უნდა მიმართოს ე.წ. „განგაშის ნიშნების“ გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ბავშვის მოთენთილობას და ძილიანობას, ან პირიქით – ზედმეტად აგზნებულობას, ასევე, ძლიერ და ხშირ ღებინებას, კრუნჩხვას და ხმაურიან სუნთქვას გულისხმობს. ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს, თუ ერთ წლამდე ბავშვი საერთოდ ვერ იღებს საკვებს, მოზრდილი კი – სითხეს, ასევე თუ ტემპერატურული რეაქცია არ ექვემდებარება სიცხის დამწევ პრეპარატებს.

– რას ფიქრობთ გრიპის საწინაღმდეგო ვაქცინაზე?
– პირველ რიგში ავღნიშნვ, რომ ვაქცინა სწორედ გრიპის წინააღმდეგაა მიმართული და არა ზოგადად ვირუსების, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ბავშვს ერთხელ ავცრავთ, ის აღარასდროს გახდება ავად. თუმცა გრიპი ყველაზე რთულად მიმდინარე დაავდებაა, ამიტომ ვაქცინაცია მართლაც აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცრის გაკეთება რისკის ჯგუფისთვის, რომელიც ბავშვებსა და მოხუცებს, ასევე სამედიცინო პერსონალს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ სხვა ვაქცინისგან განსხვავებით, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს, გრიპის ვაქცინას მხოლოდ 6 თვე აქვს ვადა, ამასთანავე, ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას, რაც ყოველწლიურად განსხვავებული შტამის გამოყენებას გულისხმობს. გასათვალისწინებელია, რომ აცრის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ამიტომ ვაქცინაცია გრიპის სეზონამდე  უფრო მართებულია, თუმცა არც მერეა დაგვიანებული.

– არსებობს თუ არა უნივერსალური მეთოდი, რომელიც არასდროს მიაყენებს ზიანს და მხოლოდ ხელს შეუწყობს ბავშვის გამოჯანმრთელებას?
– პირველ რიგში, აუცილებელია სივრცის ხშირი განიავება, რადგან ხველისას ან ცემინებისას უამრავი ვირუსი გამოიყოფა, რომელიც დახურულ სივცეში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება. ამასთანავე, ოთახში, რომელიც მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 20 გრადუსს. ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ოდენობით სითხის მიღებაც, რათა არ განვითარდეს გაუწყლოება. არსებობს მეტად საინტერესო – ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარით ან ზღვის მარილით ხშირი გამორეცხვის და ქათმის ბულიონის მიღების რეკომენდაცია, შეერთებული შტატების ექიმთა საზოგადოება კი, თაფლის მირთმევას გვირჩევს, თუმცა, ჩვენ ნაკლებად მიზანშეწონილად მიგვაჩნია ერთ წლამდე ბავშვისთვის თაფლის მიცემა, მოზრდილების შემთხვევაში კი, სანამ ხველის სამკურნალოდ დღეში ერთ კოვზ თაფლს დავუნიშნავთ, ზუსტად უნდა გავარკვიოთ, რამდენადაა ის ალერგიისკენ მიდრეკილი. შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ტემპრეტურა, ორგანიზმის ერთგვარი დამცავი მექანიზმია ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ, ამიტომ სიცხის დაწევაზე მხოლოდ მაშინ უნდა ვიზრუნოთ, როცა 38, 5-ს აღემატება და ყოველთვის ის უსაფრთხო მედიკამენტები გამოვიყენოთ, რომლებიც ანტივირუსული მოქმედებითაც ხასიათდება და იმუნიტეტის გაძლიერებასაც უწყობს ხელს.

– კონკრეტულად რა ტიპის მედიკამენტი ითვლება უსაფრთხოდ?
– ბავშვების მკურნალობისას განსაკუთრებული აქცენტი მცენარეულ ანუ ნატურალურ მედიკამენტებზე კეთდება. სასარგებლოდ ითვლება ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებიც ეფექტიურიცაა და უსაფრთხოც, რადგან პრაქტიკულად არ აქვთ გვერდითი მოვლენები. პრევენციისა და მკურნალობის ერთ-ერთ საუკეთესო პრეპარატად ითვლება ინფლუციდი, რომელიც ხუთ მცენარეს შეიცავს და ვირუსული ინფექციის სხვადსხვა სიმპტომზე მოქმედებს, ტკივილის გაყუჩებისა და სითხის დაწევის ჩათვლით. ამასთანავე, ანტივირუსული მოქმედება აქვს და ძლიერი იმუნომოდულაციის ეფექტით ხასიათდება.


თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, მაია ხერხეულიძე პატარა პაციენტებს მიიღებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30–იდან 16:30–მდე. ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 293466.
გისურვებთ ჯანმრთელობას!


მსგავსი სიახლეები

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელთა განცხადება გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელთა განცხადება გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცხელება შეუპოვარია და მედიკამენტებით ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის

პედიატრმა ეკა უბერმა „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას გრიპის სეზონზე და ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ყველაზე ხშირ სიმპტომზე, მაღალ ტემპერატურაზე ისაუბრა.

 რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძლიერი ხველის დროს

ნუგზარ უბერი: რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძლიერი ხველის დროს

ეკა უბერი: როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია

როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია?

როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

D ვიტამინი ბავშვის ასაკის და სეზონის შესაბამისად
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ყარამან ფაღავა D ვიტამინის აუცილებლობაზე ბავშვებში.
რესპირაციული ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია
რესპირაციული ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია
ქრონიკული ტონზილიტი
რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკული ტონზილიტის შესახებ?
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ? აღნიშნულ საკითხზე რჩევებსა და საყურადღებო რეკომენდაციებს მოგაწვდით თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნევროლოგი, თსსუ ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე.

დიაბეტის მსოფლიო დღე

თსსუ და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წელსაც შეუერთდა დიაბეტის მსოფლიო დღეს კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებების აღნიშვნით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი