რესპირაციული ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია

რესპირაციული ვირუსული ინფექციები და მათი პრევენცია

თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სასწრაფო–გადაუდებელი სამსახურისა და ამბულატორიის ექიმი–პედიატრი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხერხეულიძე.

სასუნთქი სისტემის ვირუსულ ინფექციებს ავადობის სიხშირის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავიათ. ყოველწლიურად მწვავე რესპირაციული ინფექციით დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ავადდება. ინფექციის პიკი ჩვეულებრივ ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდს ემთხვევა. ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით ხშირია და შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში, რაც სასუნთქი გზების თავისებურებებით და იმუნური სისტემის უმწიფრობით არის განპირობებული. თუ მოზრდილთა პოპულაციაში რესპირაციული ინფექცია წლის განმავლობაში 1-2-ჯერ ვითარდება, ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც იწყება ბავშვის სოციალური არეალის გაფართოება (ბაღში, სკოლაში სიარული), ნორმად ითვლება ვირუსული ინფექციის 3-6 ეპიზოდი ყოვლწლიურად. სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები აგრეთვე ხშირად გვხვდება მოხუცებულებში. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი,რომელიც ავრცელებს ვირუსებს ლაპარაკის, ხველების, ცხვირცემინების დროს. დაინფიცირებისათვის საჭიროა შედარებით ახლოკონტაქტი. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გავრცელება დაინფიცირებული საგნის (სათამაშოების, ჭურჭლის და სხვ.) მეშვეობით. ხშირად გაიგონებთ "ვირუსი არ მაქვს, მხოლოდ გაციებული ვარ და დაავადება არავის გადაედება". ეს არასწორი მოსაზრებაა. გაციებაც ვირუსული ინფექციით არის განპირობებული, რომელიც მოზრდილ ადამიანთან შესაძლებელია საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობდეს, თუმცა ასეთ ინფექციებს მაღალი კონტაგიოზურობა – ანუ დასნებოვნების უნარი ახასიათებთ და ბავშვთან ხშირად საკმაოდ მძიმე სიმპტომებითაც შეიძლება გამოვლინდეს. დაავადებული ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე 1-2 დღით ადრე და დაავადების ნიშნების გამოჩენიდან 5 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ სასუნთქი სისტემის ინფექციის პირველი ნიშნები ვლინდება ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ მე-2-3 დღეს საერთო სისუსტით, კატარალური მოვლენებით: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებით, სურდოთი, ყელისტკივილითა და შემაწუხებელი ხველით. ხშირ შემთხვევაში ამ ნიშნებს თან ერთვის ტემპერატურული რეაქცია. თუ დაავადება გამოწვეულია გრიპის ვირუსით მოცემულ ჩივილებთან ერთად ვლინდება საერთო სისუსტე, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თვალების ტკივილი და სინათლის შიში.
ადრეული ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინებადა ნაწლავთა მოქმედების გახშირება. უმეტეს შემთხვევებში დაავადება გრძელდება 1 კვირის განმავლობაში, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირაზე მეტ ხანს. მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციისაგან პრევენციის პირობას წარმოადგენს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება ჰიგიენის წესების სრული დაცვით.

ამისათვის აუცილებელია:
• ხელის საპნითა და წყლით ხშირი დაბანა;
• ხველების ან ცემინების შემთხვევაში პირზე ან ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის მიფარება;
• დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სახლში დარჩენა;
• მრავალფეროვანი საკვების მიღება, მათ შორის ბოსტნეულისა და ხილის, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით;
• მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვილი ბავშვის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას ძუძუთიკევბა წარმოადგენს;
• გრიპის პროფილაქტიკის ძირითად მეთოდს ვაქცინაცია წარმოადგენს. ვაქცინაციის პროცესში ორგანიზმში შეჰყავთ ინაქტივირებული (მკვდარი) ვირუსი, რომელიც არ იწვევს დაავადებას, მაგრამ განაპირობებს ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავებას.

მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ მარტივად უყურებს მწვავე რესპირაციულ ინეფექციებს და არ თვლის საჭიროდ მკურნალობის ჩატარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემულ დაავადებებს საკმაოდ ხშირი და მძიმე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ. მაგალითისთვის შესაძლებელია 1918 წელს განვითარებული გრიპის პანდემია ე.წ "ესპანური გრიპი" გავიხსენოთ, რომელმაც მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების არასწორი და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ბრონქიოლიტი, პნევმონია, ოტიტი, სინუსიტი და სხვ. ამიტომ აუცილებელია დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მივმართოთ ექიმს და შევასრულოთ მისი რეკომენდაციები.
ვირუსული ინფექციების შემთხვევაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სიმპტომური თერაპია, ანუ ინიშნება პრეპარატები ისეთი სიმპტომების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა და ცხვირის გაჭედვა. მეტად მნიშვნელოვანია სითხით დატვირთვა, მრავალფეროვანი საკვების მიწოდება, ოთახის ჰაერის დატენიანება.
ეცადეთ, რომ დაიცვათ ბავშვი ვირუსული ინფექციების განვითარებისგან, დაიცავით ჰიგიენის წესები და მინიმუმამდე შეამცირეთ ბავშვის ავადობის რისკი.

თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, მაია ხერხეულიძე პატარა პაციენტებს მიიღებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30–იდან 16:30–მდე. ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 293466.
გისურვებთ ჯანმრთელობას!


მსგავსი სიახლეები

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელთა განცხადება გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელთა განცხადება გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცხელება შეუპოვარია და მედიკამენტებით ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის

პედიატრმა ეკა უბერმა „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას გრიპის სეზონზე და ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ყველაზე ხშირ სიმპტომზე, მაღალ ტემპერატურაზე ისაუბრა.

 რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძლიერი ხველის დროს

ნუგზარ უბერი: რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძლიერი ხველის დროს

ეკა უბერი: როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია

როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია?

სეზონური გრიპი და მისი მკურნალობის მეთოდები
სეზონური გრიპი და მისი მკურნალობის მეთოდები – მაია ხერხეულიძე გადაცემაში „პულსი“
როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

D ვიტამინი ბავშვის ასაკის და სეზონის შესაბამისად
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ყარამან ფაღავა D ვიტამინის აუცილებლობაზე ბავშვებში.
ქრონიკული ტონზილიტი
რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკული ტონზილიტის შესახებ?
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ? აღნიშნულ საკითხზე რჩევებსა და საყურადღებო რეკომენდაციებს მოგაწვდით თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნევროლოგი, თსსუ ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე.

დიაბეტის მსოფლიო დღე

თსსუ და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წელსაც შეუერთდა დიაბეტის მსოფლიო დღეს კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებების აღნიშვნით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი