მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში.

2018 წლის 9-10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში. საერთაშორისო სასწავლო კურსის ძირითადი თემა იყო ეპილეფსია.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ევროპის წამყვანი ბავშვთა ნევროლოგები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან. კონფერენციას ესწრებოდა 70 მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე ევროპის  სხვადასხვა  ქვეყნებიდან.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი შედგებოდა:
  • ნანა გელაძე - თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • სოფიო ბახტაძე - თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნევროლოგი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტი;
  • ბიანა სუხუდიანი - ასისტენტ პროფესორი, ერევანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ერევანი, სომხეთი.
ლექციები წაიკითხეს:
  • მონიკა ეიზერმანი - პროფესორი, პარიზის რენე დეკარტეს უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი;
  • ლიევენ ლაღე - პროფესორი, ლუვენის უნივერსიტეტი, ლუვენი, ბელგია;
  • ფინბარ ო’კალაგანი - პროფესორი, ლონდონის გაერთიანებული კოლეჯი (UCL),  ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
  • დანა კრაიუ - პროფესორი, ბუქარესტის „კაროლ დივილას“ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ბუქარესტი, რუმინეთი;
  • სოფიო ბახტაძე - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედეიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;
  • თინათინ ტყემალაძე - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედეიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;
  • სოფიო კასრაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი.




მსგავსი სიახლეები

რა არის დიარეა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია დიარეის მართვა და მისი დროული დიაგნოსტიკა.

რა არის დიარეა?
დიარეა-გახშირებული ნაწლავთა მოქმედებაა (3-ჯერ და მეტად 24 საათის განმავლობაში) სითხის შემცველი განავლოვანი მასებით.

რა არის დიარეის მიზეზები?
დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ნაწლავური ინფექცია (გასტორენტერიტი) უხშირესია. ინფექციური გასტორენტერიტი შეიძლება გამოწვეულ იყოს ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით.

რა უნდა გავაკეთოთ დიარეის დროს?
დიარეის მკურნალობის ძირითადი პრინციპია ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური დანაკარგების შევსება. დიარეის უხშირეს გართულებას დეჰიდრატაცია წარმოადგენს.

რა არის დეჰიდრატაცია?
ეს არის ორგანიზმის გაუწყლოება, როცა სხეულის მიერ დაკარგული სითხის მოცულობა გაცილებით აღემატება მიღებული სითხის რაოდენობას. დეჰიდრატაცია შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, რადგან სხეულის მცირე მასის გამო ძალიან სენსიტიურები არიან სითხის მცირე დანაკარგის მიმართაც კი. გაუწყლოების რისკი მატულობს, თუ დიარეას თან ერთვის ღებინება, სხეულის ან გარემოს მაღალი ტემპერატურა.

როგორია დეჰიდრატაციის ნიშნები?
ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნებია:
1. გაღიზიანებადობა ან ძილიანობა
2. გაიშვიათებული შარდვა
3. გრილი კიდურები
4. ცრემლის შემცირება ან უცრემლო ტირილი
5. ყიფლიბანდის ჩავარდნა

როგორ მკურნალობენ დიარეას?
დიარეის მკურნალობა მოიცავს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას, ადექვატური კვების უზრუნველყოფას და დიარეასთან ასოცირებული კომორბიდული მდგომარეობების მართვას.
 
მწვავე დიარეის შემთხვევაში გამოიყენება რეჰიდრატაციული ხსნარები. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის საჭირო. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები წყლის, ელექტროლიტებისა და გლუკოზის ნარევია.

კვებითი რეკომენდაციები: რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიურად ძუძუთი კვება შეუფერხებლად უგრძელდება, ყველა სხვა შემთხვევაში რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არა უგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება.

პრობიოტუიკული საშუალებები („მეგობარი“ ბაქტერიები) ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას. პრობიოტიკებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია რაც შეიძლება ადრე. ფერმენტული პრეპარატები რუტინულად არ გამოიყენება. ასევე, არ გამოიყენება ანტიდიარეული პრეპარატები ბავშვთა ასაკში. თუთიის პრეპარატები მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის არის მოწოდებული, სადაც ხშირია ბავშვთა არასრულფასოვანი კვების (მალნუტრიციის) შემთხვევები. ანტიბიოტიკები რუტინულად არ გამოიყენება.

ინვაზიური (განავლოვან მასებში სისხლის არსებობა) დიარეის მკურნალობა მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო ღონისძიებას და დამატებით ემპირიულ ანტიბიოპტიკოთერაპიას სავარაუდო შიგელოზის სამკურნალოდ.

როგორია დიარეის პრევენცია?
1. ექსკლუზიურად ბუნებრივი კვება 6 თვის ასაკამდე
2. ხელების ხშირი დაბანა თბილი წყლით და საპნით (განსაკუთრებით საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ)
3. ვაქცინაცია - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო-ს) რეკომენდაციით როტავირუსის ვაქცინაცია შეყვანილია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში

როდის მივმართოთ ექიმს?
1. 3 თვემდე ასაკი
2. დიარეის 6 და მეტი ეპიზოდი 24 საათის განმავლობაში
3. დიარეა და ღებინება ერთდროულად
4. განავლოვანი მასები არ არის და მხოლოდ სითხეა
5. განავლოვან მასებში სისხლია
6. მუცლის მწვავე ან შეუპოვარი ტკივილი
7. დეჰიდრატაციის ნიშნები

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც აღენიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
საქველმოქმედო პროფილაქტიკური გასინჯვები ყაზბეგის რაიონში
საქველმოქმედო პროფილაქტიკური გასინჯვები ყაზბეგის რაიონში
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი