მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში.
2018 წლის 9-10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში. საერთაშორისო სასწავლო კურსის ძირითადი თემა იყო ეპილეფსია.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ევროპის წამყვანი ბავშვთა ნევროლოგები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან. კონფერენციას ესწრებოდა 70 მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი შედგებოდა:
- ნანა გელაძე - თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- სოფიო ბახტაძე - თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნევროლოგი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტი;
- ბიანა სუხუდიანი - ასისტენტ პროფესორი, ერევანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ერევანი, სომხეთი.
ლექციები წაიკითხეს:
- მონიკა ეიზერმანი - პროფესორი, პარიზის რენე დეკარტეს უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი;
- ლიევენ ლაღე - პროფესორი, ლუვენის უნივერსიტეტი, ლუვენი, ბელგია;
- ფინბარ ო’კალაგანი - პროფესორი, ლონდონის გაერთიანებული კოლეჯი (UCL), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
- დანა კრაიუ - პროფესორი, ბუქარესტის „კაროლ დივილას“ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ბუქარესტი, რუმინეთი;
- სოფიო ბახტაძე - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედეიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;
- თინათინ ტყემალაძე - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედეიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;
- სოფიო კასრაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი.