გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა

2019 წლის 5 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის მიმართულება წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას, პროექტის  - “ჯანსაღი მომავალი თაობის” ფარგლებში ესტუმრა.

 

პროექტის ფარგლებში აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს  (ასაკი 8-12 წელი)  ფიზიკური განვითარების შეფასებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გამოვლენის მიზნით სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდათ. 

 

“საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს მიეკუთვნება სიმსუქნე, ზრდაში ჩამორჩენა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ვინაიდან ზემოაღნიშნული პათოლოგიები უფრო ხშირად ვლინდება პუპერტატულ ასაკში ჩვენს მიერ გასინჯულ იქნა მოწყვლადი კონტიგენტი - 8-12 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გორდელაძემ. 

 

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს, რომელთაც დამატებითი კვლევა დასჭირდებათ კლინიკაში,  ენდოკრინოლოგებთან კონსულტაცია იქნება უფასო. 

 

უფასო გასინჯვების პროექტის მიმდინარეობაში ჩართულნი იყვნენ:

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის წამყვანი ენდოკრინოლოგები და რეზიდენტები:

 

1. ასოცირებული პროფესორი - მარინა გორდელაძე

 

2. მედიცინის დოქტორი - ეკატერინე ფაცაცია 

 

3. მარიამ ფხალაძე

 

4. ეკატერინე გირგვლიანი

 

5. რეზიდენტები - ქეთევან მღებრიშვილი და ანა გურეშიძე. 

 

https://www.youtube.com/watch?v=5ZTmzCF1VSQ