2011 წლიდან დღემდე ლაბორატორიული
და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურის ხელმძღვანელია
აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ლელი შანიძე. ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურში
ტარდება ძირითადი კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური,
ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევები. სამსახურში ფუნქციონირებს
შემდეგი სპეციალიზებული კაბინეტები, სადაც ტარდება
მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები:
- რენტგენი;
- ექოსკოპია;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ნეიროსონოსკოპია;
- ელექტროენცეფალოგრაფია.
ამავე დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისით: ჩაიტაროთ მუცლის ღრუს შინაგანი ორგანოების, გულმკერდის და ძვალსახსროვანი სისტემის ექოსკოპია, რენტგენოსკოპია-რენტგენოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია. ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, იმუნოლოგიური, ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევები.