თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ლაბორატორია

ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურში ტარდება ძირითადი კლინიკური,  ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევები.

მუდმივად წარმოებს ხარისხის შიდა ლაბორატორიათშორისი და გარე კონტროლო

ლაბორატორიის  ბაზაზე სრულდება სარეზიდენტო და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალობაში „ლაბორატორიული მედიცინა“

ლაბორატორია ორიენტირებულია პაციენტთა მომსახურების მაღალ ხარისხზე,რისთვისაც აუცილებელია მაღალკვალიფიციური პერსონალი.

ლაბორატორიაში მუშაობენ სერთიფიცირებული ექიმები, სამი მედიცინის აკადემიური დოქტორი.

კონსულტანტები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თინა ბუკია(ჰემატოლოგიური კვლევები),მედიცინის აკადემიური დოქტორი მ.მესტიაშვილი. (ციტოლოგია)

დატვირთვის მატებასთან ერთად მატულობს გამოკვლევების სპექტრი.ლაბორატორია მუშაობს 24 საათის განმავლობაში

ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საუკეთესო აპარატურით.

ჰემატოლოგიური  ანალიზატორი SYSMEX  XT-4000i(იაპონია,)

გამოკვლევა წარმოებს სრულიად დახურულ ანალიზატორზე ლეიკოციტების  ექვსმაგი დიფერენცირების, რეტიკულოციტების და ქსოვილური სითხეების განსაზღვრის შესაძლებლობით

სისხლის საეღთო ანალიზი

• ერითროციტები -  RBC (ბირთვიანი ერითროციტების გამოყოფის შესაძლებლობა),ჰემოგლობინი HGB, და ინდექსები: HCT, MCV, MCH, MCHC, RDW-CV, RDW-SD

• ლეიკოციტები - WBC და მათი ხუთმაგი დიფერენცირება ახალგაზრდა ნეიტროფილებით, (აბსოლუტური და ფარდობითი რაოდენობებით) -  NEUT(%,#), LYMPH(%,#) MONO(%,#), EO(%,#), BASO (%,#), IG(%,#). ნეიტროფილური შტოს გაახალგაზრდავების ჩვენება ბლასტების ჩათვლით, ლეიკოციტური დიფერენცირების სკეტოგრამებით.

მიუხედავად მაღალი დონის აპარატურისა  სისხლის ყველა გამოკვლევები პარალელურად სრულდება მიკროსკოპულადაც

რეტიკულოციტების განსაზღვრა (სრული სპექტრი)

გამოკვლევის შედეგი 5 წთ-ში

გამოკვლევა ტარდება ანალიზატორზე SYSMEX XT-4000i (იაპონია)

რეტიკულოციტები,იგივე მოუმწიფებელი ერითროციტებია.24 საათში ისინი ერითროციტებად ყალიბდებიან. რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა საჭირო ხდება ანემიის განვითარების მიზეზის დასადგენად , კერძოდ, ერითროციტების ნაკლებობა გამოწვეულია ძვლის ტვინის დაზიანების, სისხლდენის თუ ერითროციტების გაძლიერებული დაშლის ხარჯზე.

თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ლაბორატორია გთავაზობთ პერიფერიულ სისხლში რეტიკულოციტების გამოკვლევის სრულ სპექტრს. გამოკვლევა ტარდება ანალიზატორზე SYSMEX XT-4000i (იაპონია)

1.რეტიკულოციტების რაოდენობა 100 ერითროცოტზე(%), 1000 ერითროციტზე( %0)

2.რეტიკულოციტების აბსოლუტური რაოდენობა(10^9/ლ)

3.ახალგაზრდა(IRF), უმწიფარი(HFR), ნახევრად მომწიფებული(MFR) და მომწიფებული (LFR ) რეტიკულოციტების რაოდენობა

4.რეტიკულოციტების მომწიფების ინდექსი (RPI)

5.რეტიკულოციტებში ჰემოგლობინის კონცენტრაცია (RET-HE)

6.ერითროციტში ჰემოგლობინის კონცენტრაცია (RBC-HE)

7.რეტიკულოციტების და ერითროციტის ჰემოგლობინის კონცენტრაციის სხვაობა (Delta-HE)

თავზურგტვინის,სეროზული და სინოვიალური სითხე

გამოკვლევის შედეგი 5 წთ-ში

გამოკვლევა ტარდება ანალიზატორზე SYSMEX XT-4000i (იაპონია)

თავზურგტვინის ,სეროზული და სინოვიალური სითხის გამოკვლევა  შემდეგი  პარამეტრის განსაზღვრით:

1. ლეიკოციტების რაოდენობა-  WBC-BF

2. ერითროციტების რაოდენობა, RBC-BF,

3. მონონუკლეარების რაოდენობა(ლიმფოციტი,მონოციტი), MN%, MN#

4. პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილების რაოდენობა (ნეიტროფილი,ეოზინოფილი,ბაზოფილი)PMN %PMN#

თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და მისი ინდექსები

(Impedance და Fluorescent ოპტიკური მეთოდით)

გამოკვლევის შედეგი 5 წთ-ში

გამოკვლევა ტარდება ანალიზატორზე SYSMEX XT-4000i (იაპონია)

1.თრომბოციტების რაოდენობა -PLT

2.თრომბოკრიტი -  PCT

3.თრომბოციტების საშუალო მოცულობა- MPV

4.თრომბოციტების გადანაწილების ფართი -PDW

5.დიდი ზომის  თრომბოციტების წილი- P-LCR

სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების

გამზომი ანალიზატორი RAPIDPoint® 500 (SIEMENS გერმანია)

განისაზღვრება  შემდეგი პარამეტრები:მჟავა-ტუტოვანი ბალანსი,ნახშირორჟანგის პარციალური წნევა,ჟანგბადის პარციალური წნევა,აქტიური ბიკარბონატი,სტანდარტული ბიკარბონატი,ალკალოზი დადებითი და უარყოფითი მაჩვენებელი,ნახშირორჟანგის საერთო კონცენტრაცია,ტუტეების კონცენტრაცია უჯრედგარეთა სითხეში,ჰემატოკრიტი,საერთოჰემოგლობინი,სატურაცია სისხლში,ოქსიგენური ჰემოგლობინის ფრაქცია,ფრაქციული მეთჰემოგლობინი,დეზოქსიჰემოგლობინის ფრაქცია,ნეონატალური ბილირუბინი პლაზმაში,ჰემოგლობინის ჟანგბადის მოცულობა,ჰემოგლობინის ჟანგბადის წნევა,ნატრიუმი,კალიუმი,იონიზირებული კალციუმი,ქლორი,ანიონების სხვაობა,გლუკოზა,ლაქტატი,ატმოსფერული წნევა,ჟანგბადის საერთო კონცენტრაცია

ავტომატური  ბიოქიმიური ანალიზატორი  EasyRA (Medica აშშ)

ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი, ნაწილობრივ დახურული სისტემის,აპარატს გააჩნია ღია სისტემის 6 პოზიცია. გაზომვის მეთოდიკებია: ფოტომეტრია (ენდპოინტი, კინეტიკა) ტურბიდიმეტრია, ბიქრომატული, პოტენციომეტრია.აქვს 24 ნიმუშის პოზიცია თითო მწკრივში: ნიმუში, კალიბრატორი, ხარისხის კონტროლი. საჭიროებისას ნიმუშის პოზიციების დამატების შესაძლებლობით, ემატება ბარაბანი 24 პოზიციით, ე.ი. სულ 48 პოზიცია. ნიმუშის მიწოდება წარმოებს ავტომატურ რეჟიმში შეუფერხებლად; ნიმუშებისათვის აპარატში ჩამონტაჟებულია bar-კოდ წამკითხველი; ნიმუშებია: გაზავებული სისხლი , შრატი, პლაზმა, შარდი. აპარატის წარმადობა არის: ფოტომეტრიულად: 150 ტესტი/საათში;ტარდება ბიოქიმიური კვლევები :Albumin, Bilirubin – Direct, Bilirubin – Total ,Calcium, Creatinine ,Glucose, Inor, Phosphorous, Magnesium ,Total Protein, Urea Nitrogen (BUN) Uric Acid , Alkaline Phosphatase, Alanine Aminotranferase, Amylase, Aspartate Aminotransferase ,Creatine Kinase, Gamma-Glutamyl Transferase, Lactate Dehydrogenase, Lipase,   HDL – Direct ,LDL – Direct, Triglycerides Cholesterol  , CK-MB, CRP, ASLO,RF

ავტომატური იმუნოფერმენტული ანალიზატორი

TOSOH AIA 360 ( იაპონია)

ძირითადი  პარამეტრები - TSH (3G),  FT4,  FT3,  T4,  T3, Thyroglobulin, Troponin I,   BNP,  CK-MB,  Myoglobin,

D-dimer ,AFP,  CEA, Total PSA,  Free PSA, PAP, CA 125, CA 19-9,  CA 15-3, ß2-Microglobulin, SCC,   C-Peptide, Insulin , HCG, ßHCG, Estradiol, FSH,  LH,  Progesterone,  Prolactin,  Testosterone,  DHEA-S,  SHBG,  Cystatin C,  HGH, Intact PTH, Whole PTH, Homocysteine, Cortisol, ACTH,  Osteocalcin, IgE,   Ferritin,  ( 43 პარამეტრი)  გამოკვლევის შედეგი  ნიმუშის აპარატში ჩადგმიდან 20 წთ-ში

შარდის ანალიზატორი ClINITEK Status(SIEMENS)

ანალიზატორი  გვაძლევს  შესაძლებლობას  განვსაზღვროთ  - გლუკოზა, ბილირუბინი, კეტონური  სხეულაკები, ხვედრითი  წონა,  ერითროციტები,  ცილა,  ურობილინოგენი,  ნიტრიტრიტები,  ლეიკოციტები,  შარდის  ph-ი.

პარალელურად ტარდება ნალექის მიკროსკოპია

იმუნოფერმენტული ანალიზატორი პლანშეტური რიდერი Humareader hs იმუნოფერმენტული გამრეცხი CombiWash (გერმანია)

გამოკვლევები -ქლამიდია IgM IgG   ,ჰერპესი IgM IgG  , ციტომეგალოვირუსი IgM IgG  , ტოქსოპლაზმა IgM IgG

ვიტამინ D -ს გამოკვლევა სისხლის შრატში

ვიტამინი D წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციისა და ზრდის პროცესს..იგი აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პრეპარატი მოქმედებს ნაწლავებზე, თირკმელებზე და ძვლის ქსოვილზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავების მიერ კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის პროცესში, მინერალური მარილების ტრანსპორტში და ძვლების კალციფიკაციის პროცესში; არეგულირებს აგრეთვე, კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას თირკმლის საშუალებით. კალციუმის იონების კონცენტრაცია მოქმედებს მთელ რიგ ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც მონაწილეობენ ჩონჩხის მუსკულატურის ტონუსის შენარჩუნებაში, ნერვული აგზნების გამტარებლობაში და სისხლის შედედების პროცესში.

ვიტამინ D მონაწილეობს აგრეთვე იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

საკვებში ვიტამინი D-ს უკმარისობა, მისი შეწოვის პროცესის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, აგრეთვე, მზის სხივების ექსპოზიციის არ არსებობა, ბავშვის სწრაფად ზრდის პერიოდში, იწვევს რაქიტს; მოზრდილებში ოსტეომალაციას, ორსულ ქალებში შესაძლებელია ტეტანიის სიმპტომების განვითარება, ხოლო ახალშობილებში კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევა.

კოაგულომეტრი HumaClot DUO plus(გერმანია)

კოაგულაციის ანალიზატორი არის HumaClot DUO PLUS  ნახევრადავტომატული ღია სისტემა, რომელზეცკეთდება კოაგულაციის შემდეგი ტესტები: PT, APTT, TT Fibrinogen.

ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის იონების კონცენტრაციის განმსაზღვრელი აპარატი-HydroCheck(გერმანია)

ქლორის განმსაზღვრელი ანალიზატორი-CHLORIDEMETER 50 CL

გარდა ძირითადი საბაზისო კვლევებისა ლაბორატორიაში ტარდება  შემდეგი გამოკვლევები გამოკვლევები მაღალი ხარისხის რეაქტივებით :

ეპშტეინ ბარის ვირუსის განსაზღვრა

VIRAPID® MONO M&G (vircellესპანეთი)

იმუნოლოგიური ტესტია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს EBV-ს 4 სეროლოგიური მარკერი. 2 IgM კლასის  VCA  და ჰეტეროფილური ანტისხეულები, ორი კი IgG  კლასის VCA  და EBNA.ტესტი პროფესიონალური გამოყენებისაა და საშუალებას იძლევა ინფექციური მონონუკლეოზის ანტისხეულების გამოვლენისა ადამიანის სისხლის შრატსა და პლაზმაში.

პანკრეასის ელასტაზის განსაზღვრა განავალში-

Pancreas Elastase

( ScheBo Biotech  გერმანია_

„ოქროს სტანდარტი“ პანკრეასის ექსკრეციული ფუნქციის შეფასებასა და დიაგნოსტიკაში

ჩვენება კოპროლოგიური ელასტაზის გამოკვლევაზე:

• მუკოვისციდოზი

• პანკრეასის სიმსივნე

• 1 და2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

• კუჭქვეშა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია (შვახმან-დაიმონდის სინდრომი)

მადლობას ვუხდით ჩვენი კლინიკის დიდ მეგობარს გერმანელ პროფესორ მიხაელ ლენცეს ამ სიახლის დანერგვისათვის

ჰელიკობაქტერ პილორის – (H. pylori) ანტიგენის განსაზღვრა განავალში

CerTest Biotec (ესპანეთი)

ჰელიკობაქტერ პილორი  გრამ – უარყოფითი, მიკროაეროფილური ბაქტერიაა, რომელიც აღმოჩენილია მსოფლიო მოსახლეობის 50%-ზე მეტი ნაწილის გასტროინტესტინურ ტრაქტის ზემო ნაწილში. ჰელიკობაქტერ პილორი მიიჩნევა გასტრიტისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამომწვევ მიზეზად

პროკალციტონინის განსაზღვრა სისხლში PCT-Q

Thermo scientific (გერმანია)

პროკალციტონინი(პკტ) -წარმოადგენს სეფსისის ადრეული დიაგნოსტიკის  ბიოქიმიურ მარკერს. იგი ჰორმონ  კალციტონინის წინამორბედია.  მათი სინთეზი ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის  C-უჯრედებში. ჯანმრთელი ადამიანის სისხლის შრატში, პროკალციტონინის კონცენტრაცია დაბალია, კონცენტრაციის დონის მომატება ხდება ბაქტერიული ინფექციების განსაკუთრებით  სეფსისის და სეპტიური შოკის ,გენერალიზებული ინფექციის დროს .ამიტომ პროკალციტონინის კონცენტრაციის განსაზღვრა   კარგი მარკერია ბაქტერიული ინფექციის მიმდინარეობის და სეპტიური პროცესის მართვისათვის.

პროკალციტონინის კონცენტრაციის შემცირება ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ დადებითი პროგნოზის მაჩვენებელია(მისი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დღე-ღამეში 30-40%),ხოლო თუ  4 დღის განმავლობაში პროკალციტონინის დონე არ იწყებს შემცირებას უნდა შეიცვალოს მკურნალობის სქემა,მატება მიუხედავად მკურნალობისა ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია

პროკალციტონინის კლინიკური მნიშვნელობა

• მძიმე ბაქტერიული ინფექციის და სეფსისი ადრეული დიაგნოსტიკა

• ინფექციური გართულებების ადრეული დიაგნოსტიკა ქირურგიულ პაციენტებში

• მდგომარეობის მონიტორინგი,მკურნალობის ეფექტურობა,პროგნოზის შეფასების საშუალება ბაქტერიული ინფექციის და სეფსისის დროს

ვირუსული ინფექციები,აუტოიმუნური , ალერგიული დაავადებები,ნეოპლაზიები არ იწვევს პროკალციტონინის მომატებას

შერეული ალერგიული პანელი

ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის  სამსახურის ხელმძღვანელია აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლელი შანიძე.
imunobloti adamianis SratSi

specifikuri imunoglobin IgE –s analizisaTvisAlleisaScreenR

aleisasqrini