თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ისრაელის დელეგაცია ეწვია

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ისრაელის დელეგაცია ეწვია


 

2018წლის 22-26 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ებრაელიქირურგების ჯგუფი ეწვია: 

 

პროფესორი იცხაკ ვინოგრადი – თელავივის უნივერსიტეტის (ისრაელი)მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი. ასუნას ცენტრის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტისხელმძღვანელი;

პროფესორი რან შტეინბერგი– ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი,ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პროფესორი არკადი ვაჩიანი– ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი,ბავშვთა მინიინვაზიური ქირურგიული სამსახურის უფროსი;

პროფესორი ჯოსეფ ბენარი- ინტენსიური თერაპიის და კრიტიკული მედიცინისდეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პროფესორი ამირ ჰადაში- ახალშობილთა ინტენსიური სამსახურის უფროსი;

ამით ლეჰავი- ანესთეზიოლოგიური სამხახურის უფროსი.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ჩაატარეს სალექციო კურსი თბილისისსახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტების სტუდენტებისთვის.ლექციები ეხებოდა პედიატრიის, ბავშვთა ქირურგიის და რეანიმაციის აქტუალურსაკითხებს: 

 

 ,, შოკი“ - პროფესორი ჯოსეფ ბენარი; 

 ,,ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)“- პროფესორი  ამირ ჰადაში;  

,,თავის ტრავმები/დაზიანებები“ - პროფესორი ამირ ჰადაში;

,, რესპირატორული უკმარისობა”- პროფესორი ჯოსეფ ბენარი;

,, ახალი ჰორიზონტები პედიატრიულ ქირურგიაში: ნაყოფის ოპერაცია დარობოტული  ქირურგია“- პროფესორი  რან შტეინბერგი;

,,  ღვიძლის ტრანსპლანტაცია“- პროფესორი რან შტეინბერგი.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთადჩაატარეს  ურთულესი საქველმოქმედო  ოპერაციები. აღსანიშნავია, რომებრაელ  ექიმთა ჯგუფი თითქმის  ყოველწლიურად სტუმრობს გივი ჟვანიასსახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას, პროფესორებიკითხულობენლექციებს, ატარებენ ოპერაციებს,  მასტერკლასებს სტუდენტების, რეზიდენტებისა დაექიმებისთვის. 

უცხოელმა ქირურგებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართველ ექიმთა გუნდს დამადლობა გადაუხადეს მასპინძელ მხარეს.  

,,აღნიშნული ვიზიტი არ გახლავთ პირველი, ჩვენ თითქმის ყოველწლიურადჩამოვდივართ საქართველოში და ვატარებთ ოპერაციებს რთულ შემთხვევებებზე, მათ შორისლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებით, რომელიც გახლავთ ყველაზე ინოვაციური და თანამედროვემეთოდი ბავშვთა ქირურგიაში.  ყველა ოპერაცია ტარდება ქართველი კოლეგებისდახმარებით, ყოველი ვიზიტისას ვხედავ როგორ იზრდება ქართველი მედიკოსებისშესაძლებლობები“, - აღნიშნა  თელავივის უნივერსიტეტისმედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა,   იცხაკ ვინოგრადმა.

 

იხილეთ ვიდეო