ქრონიკული ტონზილიტი
რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკული ტონზილიტის შესახებ?
არსებობს ქრონიკული ტონზილიტის (სასის ნუშების ანთება) სამი ფორმა: კომპენსირებული, დეკომპენსირებული და ატროფილული. დეკომპენსირებული და ატროფირებული ფორმის დროს აუცილებელია ჩაუტარდეს პაციენტს ტონზილექტომია, ვინაიდან დაავადების აღნიშნული ფორმები იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა: გულის, სახსრების დაზიანება, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა. შესაძლებელია რევმატიზმის, ნეფრიტის განვითარება.
რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს? ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმ-ოტორინოლარინგოლოგს, თსსუ ასისტენტ-პროფესორს ირინა კეკელიძეს.
რა არის ქრონიკული ტონზილიტი და რა იწვევს მას?
ქრონიკული ტონზილიტი-ეს არის სასის ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება. ავადდებიან როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები. მისი მიზეზი შეიძლება იყოს : განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავე ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია). ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ქრონიკული ფარინგიტი, ქრონიკული რინიტი.
ტონზილიტის სიმპტომები:
ქრონიკული ტონზილიტის დროს პაციენტს აღნენიშნება:
- ზოგადი სისუსტე;
- სახსრების ტკივილი;
- ადვილად დაღლა;
- დაბალი ტემპერატურული რექცია;
- ცუდი სუნი და გემო პირის ღრუში.
როგორ ხდება ტონზილიტის დიაგნოსტიკა?
დიაგნოზის დასმა უნდა მოხდეს ექიმი-ოტორინოლარინგოლოგის მიერ. ადგილობრივი მედიკამენტოზური მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების მწვავე პერიოდის დროულად ალაგებას. ხშირად მიმდინარე ანგინები, მაღალი ტემპერატურით, საჭიროებს ექიმ-ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტს და დიაგნოსტირებას, რადგან დაავადებამ შეიძლება გამოიწვის სახსრების, გულის კუნთის დაზიანება , მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი.
როგორ მკურნალობენ ტონზილიტს?
მკურნალობა -კონსერვატიულია, ხოლო მისი უეფექტობის შემთხვევაში-ოპერაციული.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: საქველმოქმედო აქცია ყელ-ყურ-ცხვირის სრულ კვლევაზე 25 ლარად ნაცვლად 50 ლარისა.
თსსუ გ ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა