სტუდენტური კონფერენცია: „ენდოკრინოლოგია, როგორც ხედვისხელოვნება.“
წლევანდელი თემატიკა მეტად საინტერესო და კრეატიული მიდგომების სინთეზს წარმოადგენდა. ის მოიცავდა მსოფლიო მხატვრობის შედევრებშიენდკრინოლოგიური პათოლოგიების აღწერას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის კონფერენცია პირველად ჩატარდა საქართველოში.
მომხსენებლებმა ნამდვილი მოგზაურობა მოაწყვეს მსოფლიოს მუზეუმებში, ენდოკრინოლოგის თვალით შეაფასეს და დაანახეს დამსწრე საზოგოდოებას ცნობილი მხატვრების ტილოები.
დავით მეტრეველის, მანანა ჟვანიას და გია გუგუშვილის მხრიდან დადებითად შეფასდამომხსენებლების მიერ წარმოდგენილი მასალები და აღინიშნა კონფერენციის ორგანიზების მაღალი დონე. დამსწრე საზოგადოების მიერ, საკონფერენციო თემის მიმართ, გამოჩენილი მაღალი დაინტერესების ფონზე, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე გორდელაძემარ გამორიცხა, აღნიშნული მიმართულებით კვლევა-ძიების გაგრძელებისა და მისი შედეგების სამომავლოდ წარმოდგენის შესაძლებლობა.